18 მაისი 2024,   20:31
ვრცლად
"სამართლიანმა არჩევნებმა" 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მონიტორინგის საბოლოო ანგარიში წარმოადგინა

"სამართლიანმა არჩევნებმა" 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მონიტორინგის საბოლოო ანგარიში წარმოადგინა. ანგარიშში საპრეზიდენტო არჩევნების პირველ და მეორე ტურზე გამოვლენილ ძირითად დარღვევებზეა საუბარი, კონკრეტულად კი,  ზეწოლა- მუქარის, უპრეცედენტო მოსყიდვის და ადმინისტრაციული რესურსის გადამეტებით გამოყენების ფაქტებზე.

„ყურადღების ცენტრში ექცევა ძირითადად ზეწოლა-მუქარის შემთხვევები, რომელიც განსაკუთრებით გაძლიერდა და გამრავლდა მეორე ტურის წინა პერიოდში. ზოგადად, მეორე ტურის წინა პერიოდი მოგეხსენებათ, რომ იყო განსაკუთრებულად პოლარიზებული და განსაკუთრებულად დაძაბული. შესაბამისად, ბევრი დარღვევა აღმოვაჩინეთ ამ პერიოდში, მათ შორის ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შემთხვევები, ამომრჩევლის მოსყიდვის უპრეცენდენტო მასშტაბის, 600 000 ამომრჩევლის მოსყიდვის მცდელობა,"- განაცხადა "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ აღმასრულებელმა დირექტორმა, მიხეილ ბენიძემ.

"სამართლიანი არჩევნები"  რეკომენდაციებსაც გასცემს. ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ უწყებათაშორისი კომისია პრემიერ-მინისტრის დაქვემდებარებაში უნდა გადავიდეს და პარლამენტში შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომელიც პოლიტიკური პარტიების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სხვა დაინტერესებული პირებისგან დაკომპლექტდება და ექნება გადაწყვეტილებების მიღებისა და საკანონმდებლო წინადადებების მომზადების მანდატი და ნდობა.

დღის ამბები