18 მაისი 2024,   15:40
ვრცლად
ახალი ზელანდიის მთავრობამ ყველა ტიპის სამხედრო ცეცხლსასროლი იარაღი აკრძალა

ახალი ზელანდიის მთავრობამ ყველა ტიპის სამხედრო ცეცხლსასროლი იარაღი აკრძალა. შესაბამის კანონს პარლამენტი 11 აპრილამდე მიიღებს. ქვეყნის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, 6 დღის წინ მომხდარი ტერაქტის შემდეგ ახალი ზელანდია შეიცვალა და შეიცვლება მისი კანონებიც.

ტერაქტს, რომელიც 28 წლის ავსტრალიელმა რასისტულ ნიადაგზე მოაწყო, 50 ადამიანი ემსხვერპლა. ქალაქ ქრაისთჩერჩში  სამგლოვიარო ცერემონიები ამ დრომდე გრძელდება. რამდენიმე დაღუპული უკვე დაკრძალეს.

დღის ამბები