18 მაისი 2024,   18:50
ვრცლად
„ყველაფერი იცის თეა წულუკიანმა და მათმა კლანმა, რა დანაშაული აქვთ ჩადენილი და რას მალავენ,“ - მალხაზ მაჩალიკაშვილი

შვილმოკლული მამის პასუხი თეა წულუკიანს - მალხაზ მაჩალიკაშვილი იუსტიციის მინისტრის მიერ პარლამენტში გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება, სადაც მან თქვა, რომ თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობაში სახელმწიფოს ბრალეულობას ვერ ხედავს.

მაჩალიკაშვილის თქმით, თეა წულუკიანმა კარგად იცის, რომ სახელმწიფო მისი შვილის მკვლელობაში პირდაპირი დამნაშავეა. მალხაზ მაჩალიკაშვილმა განცხადება დღეს სტუდენტებთან შეხვედრისას გააკეთა და მათ შვილის მკვლელობასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

„ეს ადამიანი არის მართლა არარაობა. ეს ადამიანი აზიანებს ამ ქვეყნის შენებას. დღესაც, მეორე წელია, თემირლანს ბრალდება არ აქვს წაყენებული და ყველაფერს აკეთებენ, რაღაცა სადღაც გამოქექონ და თემირლანს დააბრალონ. აქედან გამომდინარე, ეს ყველაფერი იცის თეა წულუკიანმა და მათმა კლანმა. რა დანაშაული აქვთ ჩადენილი და რას მალავენ. ზუსტად ამიტომ ხდება ამ საპარლამენტო კომიტეტის შექმნასთან დაკავშირებით, რომ ძალიან, ძალიან წინააღმდეგები არიან, იმიტომ, რომ ამოიქექება ეს ყველაფერი, გაბრიელ სალოსიდან დაწყებული პანკისის ხეობამდე,“- განაცხადა მაჩალიკაშვილმა.

 

დღის ამბები