19 მაისი 2024,   00:02
ვრცლად
საპრეზიდენტო არჩევნები, გამოცდილება და სამომავლო ნაბიჯები - კონფერენციას ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელი და აშშ-ს საქმეთა დროებითი რწმუნებული გახსნიან

2018 წლის საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები, მიღებული გამოცდილება და სამომავლო ნაბიჯები - ამ თემაზე დღეს კონფერენცია გაიმართება.

ღონისძიებას საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელი და ამერიკის შეერთებული შტატების საქმეთა დროებითი რწმუნებული გახსნიან.

კონფერენციაზე მოხსენებით წარდგებიან პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და იუსტიციის მინისტრი.

საპრეზიდენტო არჩევნების ხარვეზებზე აპირებენ საუბარს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ისინი 2020 წლისთვის ამ პრობლემების გამოსწორების გზებზეც გაამახვილებენ ყურადღებას.

„ჩვენი მთავარი ფოკუსი ალბათ იქნება შევხედოთ, დიდ სურათს, თუ როგორ განვითარდა არჩევნები 2018 წელს, რას ნიშნავს ეს 2020 წლის არჩევნების კონტექსტში. რა არისის ფაქტორები და მნიშვნელოვანი ხარვეზები რაც უნდა გამოსწორდეს 2020 წლამდე, რამდენად არის ხელისუფლების ნება ,, რომ აღსრულებული იყოს საარჩევნო კანონმდებლობა, რამდენად არის მზად ხელისუფლება, რომ იყოს ადეკვატური რეაგირება სხვადასხვა დარღვევებზე ,რომელიც საარჩევნო პერიოდში გვხვდება,“-განაცხადა ”სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” აღმასრულებელი დირექტორმა მიხეილ ბენიძემ.

დღის ამბები