18 მაისი 2024,   22:50
ვრცლად
საარჩევნო დარღვევებზე მიმდინარე სამართლებრივი დავები ისე უნდა იქნას გამოძიებული, რომ კითხვის ნიშნები არ დარჩეს - თამარ ჟვანია

დარღვევები 2018 წლის საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებზე და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების შენიშვნები - ამ საკითხებზე მსჯელობას კონფერენციაზე იწყებენ.

კონფერენციაზე მოხსენებით წარდგებიან პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და იუსტიციის მინისტრი.

საპრეზიდენტო არჩევნების ხარვეზებზე აპირებენ საუბარს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ისინი 2020 წლისთვის ამ პრობლემების გამოსწორების გზებზეც გაამახვილებენ ყურადღებას.

რაც შეეხება ცესკოს თავმჯდომარის შეფასება, თამარ ჟვანია ამბობს, რომ აუცილებელია საარჩევნო დარღვევებზე მიმდინარე სამართლებრივი დავები დროულად იქნას გამოძიებული და კითხვები არ დარჩეს.

„ჩემი პირადი პოზიციაა, რომ ყველა კითხვა რაც კი არის დასმული არჩევნებთან მიმართებაში და ყველა საკითხი, აუცილებლად უნდა იქნეს როგორც კითხვებზე პასუხი გაცემული ისე საქმეები ბოლომდე მიყვანილი და გამოძიებული, რომ არ დარჩეს იმის შეგრძნება,რომ ვთქვათ არის უდანაშაულო ადამიანებიც, მაგრამ დამნაშავეებიც, რომლებიც არ ისჯებიან, თუკი ასეთი დადასტურდა,“-ამბობს თამარ ჟვანია.

დღის ამბები