25 აპრილი 2024,   05:06
ვრცლად
ფაშისტური და ბოლშევიკური განცხადებები - კობახიძის მორიგი თავდასხმა "რუსთავი2"-ის გენერალურ დირექტორსა და არასამთავრობო სექტორზე

პარლამენტის თავმჯდომარე ისევ „რუსთავი2“-სა და არასამთავრობო სექტორს აკრიტიკებს. ირაკლი კობახიძემ არასამთავრობო ორგანიზაციებს პირდაპირ დასდო ბრალი, რომ ისინი საარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობდნენ. პარლამენტის თავმჯდომარე მიუთითებს, რომ სწორედ ამიტომ სამოქალაქო საზოგადოება მომავალ არჩევნებზე ობიექტური დამკვირვებელი ვერ იქნება.

Image result for კობახიძე"ერთ-ერთი ყველაზე აქტიური არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი თვითონ იყო ინიციატორი 30 თეთრის კამპანიის, რომელმაც მოღალატედ გამოაცხადა დღევანდელი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. ბუნებრივია ასეთი ფაქტები პირდაპირ ახდენს არასამთავრობო ორგანიზაციების დისკრედიტაციას და ზოგადად ამ ფენომენის დისკრედიტაციას. ასევე კიდევ ერთი ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა", მათ ამ კამპანიის ხელშემწყობი ბანერი პირდაპირ ჰქონდათ განთავსებული ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე. ეს არის ბუნებრივი ძალიან მძიმე ფაქტები,რაც ყურადღებასა და სათანადო რეაგირებას საჭიროებს,"-განაცხადა კობახიძემ.

მისი თქმით, "რუსთავი2" ხელისუფლების მიერ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატის საწინააღმდეგო კამპანიას აწარმოებდა. მან ტელეკომპანიის გენერალური დირექტორის განცხადებას, ფაშისტური კიდევ ერთხელ უწოდა და დაამატა, რომ შესაძლებელია ნიკა გვარამიას განცხადებებს ბოლშევიკურიც ეწოდოს. 

"ასევე იყო სერიოზული პრობლემა "რუსთავი2"-ის შოუების მონაწილეობის კუთხით, სადაც პირდაპირ ტარდებოდა აგიტაცია ხელისუფლების მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი წინააღმდეგ. ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ფაქტი იყო ნიკა გვარამიას, "რუსთავი2"-ის გენერალური დირექტორის განცხადების მხარდაჭერა არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან. საუბარი იყო იმაზე, რომ ყველა ის ადამიანი, რომელიც მხარს დაუჭერდა სალომე ზურაბიშვილს უნდა ყოფილიყო განკვეთილი სხვადასხვა სფეროდან, საზოგადოებრივი და პოლიტიკური ცხოვრების, საუბარი იყო პოლიტიკაზე, ეკონომიკაზე, კულტურულ ცხოვრებაზე და ა.შ.

"ეს იყო აბსოლუტურად ფაშისტური განცხადება, პირდაპირი გაგებით ფაშისტური განცხადება, ან ბოლშევიკური გნებავთ ეს ტერმინი გამოვიყენოთ და არამხოლოდ არ მოხდა რეაგირება სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან ამ განცხადებაზე, არამედ ჩვენ მოვისმინეთ მხარდამჭერი გზავნილები, პირდაპირ ითქვა ერთ-ერთ შოუში, რომ ნიკა გვარამიას მხარდაჭერა არ სჭირდებოდა, ბუნებრივი ასეთ პირობებში დამოუკიდებელი დაკვირვება ვერ განხორციელდება არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან,“-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დღის ამბები