19 მაისი 2024,   00:29
ვრცლად
ხანძარი კოსტავას ქუჩაზე და ევაკუაცია - ცენტრალური გამზირი გადაკეტილია

ხანძარი თბილისში, კოსტავას 12 ნომერში - ცეცხლი სასტუმროს შენობაში გაჩნდა, გამოცხადებულია ევაკუაცია. ქალაქის ერთ-ერთი ცენტრალური გამზირი ამ წუთებში სრულად გადაკეტილია. 

ადგილზე 11 სახანძრო-სამაშველო ბრიგადაა მობილიზებული. ადგილზე იმყოფებიან სასწრაფო დახმარების ბრიგადები და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.

სასტუმროს შენობა მთლიანად დაცლილია. რადგან უბანი მჭიდროდ დასახლებულია, სახანძრო-სამაშველო სამსახურის წარმომადგენლებმა სასტუმროს ახლოს მდებარე სახლებიდან მოსახლეობის ევაკუაცია მოახდინეს.

არსებული ინფორმაციით, ცეცხლი ამ დროისთვის ლოკალიზებულია, თუმცა მისი სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება. 

ამავე თემაზე
დღის ამბები