17 მაისი 2024,   08:57
ვრცლად
ივანიშვილი პრემიერი, პრორუსული პლატფორმით და რუსეთის სავარაუდო ჩარევით გახდა - ჰილარი კლინტონის წერილებზე დაყრდნობით FOX NEWS სტატიას აქვეყნებს 

ბიძინა ივანიშვილი პრემიერ-მინისტრი პრორუსული პლატფორმით და რუსეთის სავარაუდო ჩარევით გახდა - სტატიას ამის შესახებ FOX NEWS აქვეყნებს.

გავლენიანი ამერიკული ტელეარხის ონლაინ გამოცემამ, ჰილარი კლინტონის ელექტრონული წერილები მოიპოვა. 756 გვერდიანი მიმოწერიდან ნაწილი საქართველოს და ბიძინა ივანიშვილს ეხება.

ამ წერილების ანალიზზე დაყრდნობით FOX NEWS წერს, რომ ივანიშვილი 2012 წლის საარჩევნო კამპანიის დროს ვლადიმერ პუტინს განზრახ არ აკრიტიკებდა, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი 2008 წლის აგვისტოში შემოიჭრა და ქვეყნის ტერიტორიების 20 პროცენტის ოკუპაცია მოახდინა.

სტატიაში ასევე საუბარია პიროვნებაზე, მისი ვინაობა არ სახელდება, ის სავარაუდოდ ამერიკის სახელმწიფო მდივანსა და ბიძინა ივანიშვილს შორის შუამავლის როლს ასრულებდა და ის სავარაუდოდ ივანიშვილს არჩევნების წინ შეხვდა, თუმცა სტატიაში ასევე ნათქვამია, რომ 2012 წელს ივანიშვილი ახალი ამბების სათაურებში კვლავ მოხვდა, როგორც პოლიტიკოსი რომელმაც კლინტონთან შეხვედრაზე უარი თქვა.

დღის ამბები