17 მაისი 2024,   23:04
ვრცლად
ხელს უწყობთ დანაშაულის გაზრდას თქვენი უპასუხისმგებლო განცხადებებით - მდინარაძე ოპოზიციას მიმართავს

ხელს უწყობთ დანაშაულის გაზრდას თქვენი უპასუხისმგებლო განცხადებებით, როცა საუბრობთ იმაზე რა მოხდა და რა რეაგირება მოჰყვა არ საუბრობთ - ეს განცხადება, ოპონენტების მისამართით საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ გააკეთა.

მისი თქმით, ქვეყანაში მძიმე დანაშაულებების მიმართულებით კრიმინალური შემთხვევები შემცირებულია, თუმცა ადასტურებს, რომ გაზრდილია ოჯახური ძალადობის, ადევნების, ნივთის დაზიანებების ფაქტები.

მდინარაძე ამბობს, რომ ბოლო დღეებში მედია განსაკუთრებით აქტიურობს კრიმინალის ზრდაზე აპელირებით. მმართველი გუნდის დეპუტატის აზრით, ეს შემთხვევითი არ არის და ოპოზიციას ამ მიმართულებით მედიისგან მხარდაჭერა აქვს.

„თქვენც შეამჩნევდით ბოლო დღეების განმავლობაში გააქტიურდა საინფორმაციო მხარდაჭერა, რომ ქვეყანაში კრიმინალი გაიზარდა. არ მგონია, რომ ბოლო დღეებში ისე გაზრდილიყოს, რომ მაინცდამაინც ახლა გამხდარიყო საჭირო ამისი განსაკუთრებული აფიშირება და ამით აჟიტირება, მაგრამ ასე მოხდა. საინფორმაციო  მხარდაჭერა გაქვთ, გილოცავთ, მაგრამ საინფორმაციო მხარდაჭერა არ ჰქონდათ იმ ოჯახებს მაშინ, როცა დანაშაულს კი არა, გვამებს მალავდით და სახურავზე აგდებდით,“-აცხადებს მდინარაძე.

დღის ამბები