17 მაისი 2024,   17:23
ვრცლად
„თქვენი თებერვლები, მაისები და ნოემბრები იყო საშინელი" - თალაკვაძე ოპოზიციას ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდს ახსენებს 

ოპოზიციის მიერ გაკეთებულ განცხადებებს, რომელიც ქვეყანაში არსებულ მძიმე კრიმინოგენულ ვითარებას ეხება, მმართველი გუნდი არ ეთანხმება. საკითხზე დღეს კანონმდებლები პრემიერ-მინისტრთან ერთად, პარლამენტში მსჯელობდნენ. 

მამუკა ბახტაძეს ოპოზიციის მწვავე კითხვებზე მოუწია პასუხის გაცემა. ხელისუფლების ოპონენტები ამბობდნენ, რომ ქვეყანაში საგანგაშო მდგომარეობაა, რასაც ხელს დაუსჯელობის სინდრომი უწყობს.  

საპარლამენტო უმრავლესობის წევრები კი აცხადებენ, რომ ოპონენტები მხოლოდ დანაშაულის ფაქტებზე საუბრობენ და არსად აღნიშნავენ, რომ მათი უმრავლესობა გახსნილია.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერებმა, არჩილ თალაკვაძემ და მამუკა მდინარაძემ 2011 წლის კრიმინალური მდგომარეობის სტატისტიკა მოიშველიეს, იმის დასტურად, რომ კრიმინალური შემთხვევების წინა ხელისუფლების დროსაც მრავლად ხდებოდა.

მათი განცხადებით, ოპოზიციას არ აქვს უფლება ხელისუფლება გაზრდილი კრიმინალის გამო აკრიტიკოს, რადგან ყველას ახსოვს რა მდგომარეობა იყო მათი ხელისუფლებაში ყოფნის  დროს ამ მიმართულებით.

„ბატონებო, თქვენი თებერვლებიმაისები და ნოემბრები იყო საშინელი, ერთი ლიტერატურული გამოსვლა მაგასაც რომ მიუძღვნათ ურიგო არ იქნება. 2011 წელს საშუალოდ 88 დანაშაული ხდებოდა დღეში, მგონი ესეც რომ წაგეკითხთან ასეთი ლიტერატურული აღტკინებით ცუდი არ იქნებოდა,“- აცხადებს არჩილ თალაკვაძე.

დღის ამბები