17 მაისი 2024,   06:38
ვრცლად
თქვენი მტკიცება, რომ ქვეყანაში კატასტროფული ვითარებაა კრიმინალის თვალსაზრისით, არ შეესაბამება სიმართლეს - პრემიერი ოპოზიციას 

კრიმინალური ვითარება ქვეყანაში - პრემიერი მამუკა ბახტაძე ოპოზიციის კრიტიკას პასუხობს და მათ განცხადებებს უსაფუძვლოს უწოდებს.

პრემიერის თქმით, ოპოზიციის მტკიცება, რომ ქვეყანაში კატასტროფული ვითარებაა, სიმართლეს არ შეესაბამება.

„თქვენი მტკიცება, რომ ქვეყანაში კატასტროფული ვითარებაა კრიმინალის თვალსაზრისით, არ შეესაბამება სიმართლეს. შეიცვალა მიდგომა სტატისტიკის აღრიცხვის მიმართ და გახდა უფრო კონკრეტული, ზუსტი და გამჭვირვალე,“ - ამბობს მამუკა ბახტაძე.

პრემიერის განცხადებით, 2018 წელს კრიმინალის გაზრდილი მაჩვენებელი აღრიცხვიანობის სიზუსტემ განაპირობა.

„2018 წელს 2017 წელთან შედარებით, დიახ, დანაშაულის ზრდა 54 პროცენტით დაფიქსირდა, მაგრამ ეს ზრდა მნიშვნელოვანწილად გამოწვეულია აღრიცხვიანობის სიზუსტესთან,“ - ამბობს ბახტაძე.

პრემიერმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლის დროს კიდევ ერთხელ გააკრიტიკა წინა ხელისუფლების მხრიდან კრიმინალთან ბრძოლის პოლიტიკა, რაც მისი თქმით, ნულოვანი ტოლერანტობაში გამოიხატებოდა.

„მეორე მხრივ, თითოეულმა ჩვენგანმა იწვნია თუ რა შედეგამდე მიიყვანა წინა ხელისუფლების ე.წ. ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკამ - ყველანი ციხეში,“ - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ამავე თემაზე
დღის ამბები