23 ნოემბერი 2024,   04:40
ვრცლად
საქართველოში 100 ათას მოსახლეს 7 სოციალური მუშაკი ემსახურება - აუდიტის საგანგაშო დასკვნა

საქართველოში ოჯახურ ძალადობისა და პრევენციის მექანიზმების შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახური დასკვნას აქვეყნებს.

მაკონტროლებელმა ორგანომ სოციალური მუშაკების რაოდენობა და მათი დატვირთვის სტატისტიკა შეისწავლა.

შედეგების მიხედვით, საქართველოში ოჯახური ძალადობისგან პრევენციის მექანიზმი, თითქმის, არ არსებობს, მიზეზი კი სოციალური მუშაკების რეკორდულად მცირე რაოდენობაა, რაც მსოფლიო პრაქტიკით მიღებულ ნორმებს, თითქმის, ასჯერ ჩამოუვარდება.  

ანგარიშის მიხედვით, თუ სლოვენიაში 100 ათას მოსახლეს 772 სოციალური მუშაკი ემსახურება, საქართველოში ამავე რაოდენობის მოსახლეობაზე მხოლოდ 7 სოციალური მუშაკი მოდის. სოცმუშაკების რაოდენობა ყოველ წლიურად მცირდება.

შეგახსენებთ, რომ სისტემური პრობლემების გამო,  სოციალური მუშაკები 25 მარტიდან მასშტაბური გაფიცვისთვის ემზადებიან.

სახელმწიფო აუდიტის ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ 2013 წელთან შედარებით, 2017 წელს ოჯახში ძალადობის შემთხვევებზე დაფიქსირებული შეტყობინებების რაოდენობა 2-ჯერ გაიზარდა. 

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები