26 აპრილი 2024,   15:42
ვრცლად
ტურისტების ძარცვა გახშირებულია - მოწყალების მთხოვნელები ტურისტებს ფულს და ძვირფასეულობას სტაცებენ

თბილისის ტურისტულ ცენტრში კრიმინალურმა შემთხვევებმა იმატა. ადგილობრივებსა და ტურისტებს თავს ესხმიან მოწყალების მთხოვნელები და ხშირად სტაცებენ ფულსა და ძვირფას ნივთებს. საქმე რამდენჯერმე მივიდა ფიზიკურ დაპირისპირებამდე. დედაქალაქის ცენტრს ტურისტული პატრული აკონტროლებს, თუმცა სამართალდამცველებს არანაირი ინფორმაცია არ აღმოაჩნდათ ამ ინციდენტების შესახებ. თავდამსხმელებს შორის კი არიან არასრულწლოვნებიც.

დღის ამბები