18 მაისი 2024,   20:30
ვრცლად
"რიგით კრიმინალურ შემთხვევას არ ჰგავს" - გაბედავა პროვოკაციაზე საუბრობს და შვედეთში თავშესაფარზე უარს ამბობს

გიორგი გაბედავა შვედეთში თავშესაფარზე უარს ამბობს. მიზეზი რამდენიმე დღის წინ მომხდარი ინციდენტია. როგორც გაბედავა ჰყვება, რამდენიმე დღის წინ შეიარაღებულმა უცნობმა პირმა მისი მეუღლისთვის ჩანთის წართმევა სცადა, მათ დაემუქრა და გარკვეული პერიოდი მათ აედევნა კიდეც.

საქართველოდან წასული აქტივისტი ინციდენტის მთავარ მიზნად მის პროვოცირებას ასახელებს და ეჭვობს, რომ შესაძლოა, ამ საქმეში საქართველოს ხელისუფლებაც იყოს ჩართული.

გაბედავას თქმით, მომხდარის შემდეგ ამ ქვეყანაში დარჩენას არ აპირებს და უკრაინაში ან თურქეთში გადავა საცხოვრებლად.  

„რიგით კრიმინალურ შემთხვევას ეს არ ჰგავს, თან მეუბნებიან, რომ აშკარად სამხედრო პირიაო. მე უნდა დავტოვო შვედეთი, საქართველოში ნამდვილად არ ჩავალ. კომპრომატებია, ეს ერთ-ერთი მიზეზია, რაც მაგათ ძალიან აწუხებთ, იქვე მდევნიან საქართველოში, თურქეთში ან უკრაინაში ჩავალ,“-აცხადებს გაბედავა.

დღის ამბები