18 მაისი 2024,   19:42
ვრცლად
სოციალური მუშაკების პროტესტი - აქციები მთელი საქართველოს მასშტაბით იმართება

ძალადობრივი და დანაშაულებრივი - ასე აფასებენ მათთვის შექმნილ სამუშაო პირობებს სოციალური მუშაკები, რომლებიც მთელი ქვეყნის მასშტაბით გაიფიცნენ.

თბილისში, მთავრობის ადმინისტრაციასთან შეკრებილ პროტესტის მონაწილეებს რეგიონებიდან ჩამოსული სოციალური მუშაკებიც შეუერთდნენ, პარალელურად აქციების გამართავს გეგმავენ რეგიონებშიც. სოციალური მომსახურების სააგენტო ფაქტიურად პარალიზებულია.

სოციალური მუშაკები სამუშაო პირობებს გაუმჯობესებას ითხოვენ. მათი თქმით, პრობლემას წარმოადგენს  არასათანადო სერვისები, დაბალი ხელფასი და შტატების სიმცირე. მათი მოთხოვნები 22 პუნქტად არის გაწერილი, ამბობენ,რომ გაფიცვა ჯანდაცვის სამინისტროს უყურადღებობამ გამოიწვია.

„15 შეხვედრაზე გახვიდე, ეს ინფორმაცია დაამუშაო, მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილებები და ეს ადამიანები ჩართო სერვისებში,რომელიც არ არსებობს. მოდის ადამიანი და ითხოვს შენგან დახმარება, მაგრამ არ არსებობს სერვისი რომელშიც ჩართავ, ან თუ არსებობს, უწევთ მათ უზარმაზარ რიგებში დგომა და დიდხანს ლოდინი,რომ მიიღონ სახელმწიფოსგან მცირე დახმარება,“-ამბობს სალომე ჭონიშვილი.

სოციალური მუშაკები ამბობენ, რომ პრობლემას კადრების სიმცირეც წარმოადგენს. მათი თქმით, ერთ სოციალურ მუშაკი თვეში მინიმუმ 100 შემთხვევაზე მუშაობს.

„შეუძლებელია,რომ ხარისხიან სერვისზე ვისაუბროთ. ზოგიერთ შემთხვევაში უტოლდება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობასაც კი, რაც სოცმუშაკს აკისრია რიგ შემთხვევებში,თუმცა დამსაქმებელს არ აინტერესებს,რომ აღნიშნული პრობლემები აღმოფხვრას,“-ამბობს ნათია გულიაშვილი.

სოციალური მუშაკები დღის ბოლოს თბილისში ფართომასშტაბიან აქციას აანონსებენ. ისინი მოუწოდებენ სხვადასხვა სფეროებში დასაქმებულებსა და საზოგადოების წევრებს, შეუერთდენენ სოციალური მუშაკების პროტესტს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები