18 მაისი 2024,   21:08
ვრცლად
სოციალური მუშაკების მასშტაბური გაფიცვა - ქვეყნის მასშტაბით საპროტესტო აქციები მიმდინარეობს

სოციალური მუშაკების მასშტაბური აქცია - ამ წუთებში მთავრობის ადმინისტრაციასთან სოციალური მუშაკები არიან შეკრებილები. გაფიცვა მიმდინარეობს სხვადასხვა ქალაქებშიც, მათ შორისა ქუთაისი, ბათუმი, თელავი. სოციალური მუშაკები სამუშაო პირობების გაუმჯობესებას და დასაქმებულთა რაოდენობის გაზრდას ითხოვენ.

აქციის მონაწილეების თქმით, შესაბამისი პირობების არარსებობის გამო ისინი ბენეფიციარების დროულად დახმარებას ვერ ახერხებენ, რაც საფრთხეს უქმნის მათ.

სოციალური მუშაკების ინფორმაციით, მათ გადაადგილება მუნიციპალური ტრანსპორტით უწევთ და ეს ხდება არასამუშაო დროსაც. მათივე თქმით, ყოფილა შემთხვევები როდესაც ტრანსპორტის უქონლობის გამო მათ საკუთარ მოვალეობები ვერ განუხორციელებიათ.  

„ერთი სოციალური მუშაკი წამოუდგენელია წარმატებულად ახორციელებდეს ასი შემთხვევის მართვას. გვიძახებენ მაგალითად თუნდაც არასამუშაო საათებში და გვეუბნებიან რომ მაგალითად აქვთ ეჭვი, რომ ოჯახში არის სავარაუდო ძალადობა. სოციალურ მუშაკს უწევს თავისი ხარჯებით ადგეს და წავიდეს სრულიად მარტო  ზოგჯერ მეტროთი, ზოგჯერ საზოგადოებრივი ტრანსპორტით. გვქონია შემთხვევები, რომ კრიზისული პერიოდი იყო, ოჯახიდან აუცილებელი იყო ბავშვი განრიდება მაგრამ ჩვენ საათების განმავლობაში ითხოვდით და ტრანსპორტი არ გვყავდა, რომ ეს ბავშვი გადაგვეყვანა უსაფრთხო გარემოში,"-აცხადებს ერთ-ერთი სოციალური მუშაკი. 

დღის ამბები