17 მაისი 2024,   09:40
ვრცლად
"ევროპული საქართველო" საბანკო რეგულაციების გადასინჯვას ითხოვს და ეროვნული ბანკის პრეზიდენტს პარლამეტში იბარებს

"ევროპული საქართველო" ახალი საბანკო რეგულაციების გადახედვას ითხოვს და ეროვნული ბანკის პრეზიდენტს პარლამენტში იბარებს.

პარტიაში აცხადებენ, რომ რეგულაციებმა მოქალაქეებს კიდევ უფრო გაურთულა ცხოვრება და უარყოფითი გავლენა მოახდინა ბიზნეს სექტორზეც.

„კარგად ჩანს ათი ათასობით ადამიანი, რომელიც დაზარალდა იმიტომ, რომ ვეღარ ახერხებს საყოფაცხოვრებო ტექნიკის ყიდვას. ვეღარ ახერხებს იპოთეკური სესხის აღებას და ბინის ყიდვას. უკვე დაზარალდა ბიზნესი და ჩვენ ვხედავთ შემცირებულ ბრუნვას და დახურულ მაღაზიებს. უკვე დაზარალდა და გაიზარდა ქვეყანაში უმუშევრობის დონე. ამიტომ ამ მავნებლური რეგულაციების შედეგ ეფექტი უკვე სახეზეა და მიგვაჩნია, რომ სრულად გადაუდებლად ეროვნული ბანკის პრეზიდენტი უნდა მოვიდეს პარლამენტში,  ანგარიში ჩააბაროს და პასუხი გასცეს ჩვენს შეკითხვებს. ჩვენი მოთხოვნაა გადაისინჯოს ეს რეგულაციები და გაუქმდეს მორგი მავნებლობა რომლითაც მთავრობამ გაურთულა ცხოვრება ჩვენს მოქალაქეებს,“-განაცხადა დავით ბაქრაძემ. 

ახალი რეგულაციებით გამკაცრებულია სესხის გაცემის პროცედურა.

კომერციულ ბანკებს შეზღუდული აქვთ სესხის გაცემა მომხმარებელთა გადამხდელუნარიანობის სრულფასოვანი ანალიზის გარეშე. იმისათვის, რომ ფიზიკური პირის შემოსავალი ჩაითვალოს გაანალიზებულად, ბანკში წარდგენილ უნდა იქნეს სახელფასო ამონაწერი საბანკო ანგარიშიდან ან ცნობა შემოსავლების სამსახურიდან.

თუ მსესხებელი შემოსავალს იღებს სავაჭრო/სამეწარმეო საქმიანობიდან, ბანკს მოუწევს გადამხდელუნარიანობის დასადასტურებლად მისი საქმიანობის დეტალური ფინანსური ანალიზი ჩაატაროს.

დღის ამბები