17 მაისი 2024,   09:21
ვრცლად
ელენე ხოშტარია და ნინო გოგუაძე არჩევნების პროპორციული სისტემის ჩატარების მოთხოვნით ხელმოწერებს აგროვებენ

არჩევნების პროპორციული სისტემის ჩატარების მოთხოვნით "ევროპული საქართველო" - თავისუფალი დემოკრატების" ბლოკის წევრები ხელმოწერებს ერთობლივად აგროვებენ.

ელენე ხოშტარია და ნინო გოგუაძე მოსახლეობას წყნეთში შეხვდნენ. ბლოკის წარმომადგენლები ადგილობრივებს დეტალურად უხსნიან არჩევნების პროპორციული სისტემის მნიშვნელობას.

„ყველას, გარდა „ქართული ოცნებისა“ ესმის თუ რამდენად მნიშვნელოვანია, რომ გადავიდეთ პროპორციულ სისტემაზე. ეს არ არის პარტიული ინტერესი, ეს არის ისტორიული ამოცანა, რომელიც დღეს სჭირდება ქვეყანას იმისთვის, რომ არასდროს არ ჩავარდეს ჩვენი ქვეყანა ერთი ადამიანის ან ერთი ჯგუფის ხელში და ძალაუფლება იყოს დაბალანსებული, ძალაუფლება იყოს ისეთი, რომელიც ერთმანეთს აკონტროლებს და შესაბამისად მოუწევს ყველას მერე ხალხზე ზრუნვა,“ - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

”თავისუფალი დემოკრატების” პოლიტიკური მდივნის თქმით, არჩევნების პროპორციულ სისტემაზე გადასვლის დროს არც ერთ პოლიტიკურ ძალას არჩევნების გაყალბების საშუალება არ ექნება.

„ვუხსნი თუ რა მნიშვნელობა აქვს პროპორციულ არჩევნებზე გადასვლას და როგორ არის დაკავშირებული აი ასეთი არჩევნების ჩატარება, როდესაც არც ერთ ძალას არ ექნება საშუალება მიიღოს უფრო მეტი ხმა ვიდრე მას მოსახლეობამ მისცა, ასეთი არჩევნების ჩატარება როგორ აისახება თითოეული მოქალაქის ცხოვრებაზე,“ - აცხადებს ნინო გოგუაძე.

დღის ამბები