18 მაისი 2024,   15:39
ვრცლად
თურქეთის ავიაგამანადგურებლები საბერძნეთის საჰაერო სივრცეში - საბერძნეთის პრემიერ მინისტრი თურქეთს პროვოკაციაში ადანაშაულებს

საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი თურქეთს პროვოკაციაში ადანაშაულებს და აფრთხილებს, რომ საჭიროების შემთხვევაში, ქვეყნის სუვერენიტეტს ყველა არსებული მეთოდით დაიცავს.

ალექსის ციპრასმა ამ განცხადებით ეგეოსის ზღვის თავზე გუშინდელ ინცინდენტს უპასუხა.

პრემიერის განცხადებით, თურქეთის ავიაციის კუთვნილმა გამანადგურებლებმა ქვეყნის საჰაერო სივრცე დაარღვიეს და მის ვერტმფრენს საშიშ მანძილზე მიუახლოვდნენ.

საბერძნეთის გენშტაბის ინფორმაციით, როდესაც ალექსის ციპრასი ერთ-ერთ კუნძულზე მიემგზავრებოდა, მის ვერტმფრენს თურქეთის ავიაციის კუთვნილი F4-ის ტიპის ორი გამანადგურებელი 6 კილომეტრის მანძილზე მიუახლოვდა, რის გამოც, პრემიერის პილოტები იძულებულები გახდნენ, 30 მეტრის სიმაღლეზე დაშვებულიყვნენ.

სამხედრო მეთაურობის განცხადებით, 25 მარტს თურქეთის ავიაციამ საბერძნეთის საჰაერო სივრცე 47-ჯერ დაარღვია.

დღის ამბები