18 მაისი 2024,   21:59
ვრცლად
"დაუცველი სოციალური მუშაკი ვერ დაიცავს ბავშვს, მსხვერპლს" - სოციალური მუშაკების აქცია ქუთაისში

სოციალური მუშაკების აქცია ქუთაისში - გაფიცული თანამშრომლები ჯერ უნივერსიტეტთან შეიკრიბნენ, შემდეგ კი სოციალურ სამსახურთან გადაინაცვლეს. სოცმუშაკები მეორე დღეა ქვეყნის მასშტაბით გაფიცულები არიან. ისინი სამუშაო პირობების გაუმჯობესებასთან ერთად, რეალურ ბერკეტებს ითხოვენ იმ ადამიანთა დასახმარებლად, ვისაც მათი თანადგომა სჭირდებათ.

Image may contain: 2 people, people standing, tree and outdoorაქციის მონაწილეები აცხადებენ რომ ისინი არაპროფესიონალებით ჩაანაცვლეს. 

საპროტესტო აქციას არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები შეუერთდნენ.

საქართველოს ათასობით მოქალაქე, რომელიც ოჯახური ან სხვა სახის ძალადობის მსხვერპლია და რომელსაც სასწრაფოდ სჭირდება დაცვა, მეორე Image may contain: one or more people, people standing and textდღეა სათანადო ყურადღებისა და დახმარების გარეშეა დარჩენილი.

ჯანდაცვის სამინისტრო კი კომპრომისზე არ მიდის და ამბობს, რომ გაფიცულ სოციალური მუშაკებს დროებით სხვა თანამშრომლებით ჩაანაცვლებენ. 

დღის ამბები