18 მაისი 2024,   19:58
ვრცლად
"გაუსაძლის პირობებში ვართ"- სოციალური მუშაკები მთავრობის ადმინისტრაციასთან შეიკრიბნენ

მთავრობის ადმინისტრაციასთან სოციალური მუშაკები იკრიბებიან და აქციების განახლებას გეგმავენ. ისინი სამუშაო პირობების გაუმჯობესებას და ასევე სისტემურ ცვლილებებს ითხოვე. 

სოციალური მუშაკების დახმარება სჭირდებათ იმ მოქალაქეებს, რომლებიც არიან ან ძალადობის მსხვერპლი, განიცდიან ფსიქოლოგიურ ან სოციალურ ზეწოლას, სჭირდებათ მეურვეობა და თავშესაფარი. გაფიცულების თქმით, საკითხთან დაკავშირებით ინფორმირებულია "საია" და სახალხო დამცველის აპარატი. 

თბილისის პარალელურად, აქციები გრძელდება საქართველოს სხვა ქალაქებშიც.

„აღნიშნულთან დაკავშირებით, ცნობილია უკვე „საია“-თვის და სახალხო დამცველის აპარატისთვის. აღნიშნულზე ზედამხედველობას და კონტროლს გაუწევს ყველა შესაბამის უწყებას. რა თქმა უნდა, მივმართე პროკურატურას აღნიშნულთან დაკავშირებით, თუმცა, ამ ეტაპზე ჩემი გამოკითხვა არ მომხდარა და ვფიქრობ, რომ ეტაპობრივად ყველაფერი სამართლებრივად უნდა წარიმართოს,“ - განაცხადა ქობულეთის სოციალური მუშაკმა, თამარ გუნაშვილმა.

ბათუმის სოციალური მომსახურეობის სააგენტოს ცენტრის სოციალური მუშაკი ნაირა კორძაია ამბობს, რომ ვითარება ბოლო პერიოდში განსაკუთრებით გართულდა. 

„ბოლო ორი წელი იმდენად გართულდა სიტუაცია და იმდენად ბევრი ფუნქციები დაგვევალა, გაუსაძლის პირობებში ვართ ამჟამად. განყოფილებიდან განყოფილებაში გვიწევს წასვლა. ჩვენ ისევ გვინდა ჩვენს ბენეფიტთან მუშაობა, დაბრუნება. ისევ მელოდება რამდენიმე თვის წინ გამოყვანილი ოჯახიდან ძალადობის მსხვერპლი ბავშვი, რომელიც მყავს მიმღებ ოჯახში, მელოდება რომ მივიდა, ოჯახში ვიზიტი განვახორციელო და ჩემს კონსულტაცია ელოდება. გთხოვთ, შევთანხმდეთ, არ გვინდა ჩვენ ბრძოლა,“ - აცხადებს ბათუმის სოციალური მომსახურეობის სააგენტოს ცენტრის სოციალური მუშაკი, ნაირა კორძაია.

გაფიცული სოციალური მუშაკები ბენეფიციარებს ბოდიშს უხდიან.

„მინდა დავიწყო ბოდიშით ჩვენი ბენეფიციარების მიმართ, რომლებსაც ჩვენ ვერ ვემსახურებით ორი დღეა. გუშინ, აქციაზე მყოფ სოციალურ მუშაკებთან მოდიოდნენ ბენეფიციარები დახმარებისთვის და ჩვენ შეძლებისდაგვარად, ვცდილობდით მათ დახმარებას. ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას არა მარტო ჩვენი უფლებებისათვის დაცვისათვის, არამედ ვაგრძელებთ ბრძოლას ჩვენი ბენეფიციარების უფლებების დაცვისათვისაც,“ - განაცხადა სოფიო ძიგრაშვილმა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები