17 მაისი 2024,   23:04
ვრცლად
ჩემი პროფესიული აქტიურობა არ შეწყდება - ლადო კახაძე

ჩემი პროფესიული აქტიურობა არ შეწყდება - მთაწმინდის შუალედურ არჩევნებში ქართული ოცნების კანდიდატი პოლიტიკას საექიმო პრაქტიკას შეუფარდებს.

ამის შესახებ განცხადება ლადო კახაძემ გააკეთა.

კახაძის განცხადებით, ის თეთრ ხალათს არ გაიხდის და პაციენტებთან მუშაობას გააგრძელებს.

მან, ასევე, ისაუბრა ბოლო დღეებში მის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებზე.

ლადო კახაძე-ის სურათის შედეგი

„მე პირობა მიღებული მაქვს, რომ ხალათს არ ვიხდი, მაგრამ ხალათს არ ვიხდი იმის გამო კი არა, რომ მე პოლიტიკურ ამავალ სცენაზე საკანონმდებლო სივრცეში არ ვიქნები აქტიური. მე, უბრალოდ, ჩემს პაციენტებს, რომლებიც ძალიან ბევრნი არიან, მე მონიტორინგის ჯგუფი მაქვს, სადაც 200-მდე მარტო ორსული ელოდება ყოველ კვირაში ან ორი კვირაში ერთხელ შეხვედრას. ჩემი პროფესიული აქტიურობა არ შეწყდება. ყველა ის ადამიანი, რომელთანაც ჩემი ცხოვრების მანძილზე შეხება მქონია, იმათ აზრს ვერ შეუცვლი, ეს გამორიცხულია. ვინც მე ჯერ არ მიცნობს, ისინიც არ აჰყვებიან იმათ, დარწმუნებული ვარ,“ - განაცხადა ლადო კახაძემ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები