18 მაისი 2024,   09:14
ვრცლად
ვენესუელაში რუსი სამხედროების ყოფნა ქვეყნის კონსტიტუციის დარღვევაა - ხუან გუაიდო

ვენესუელაში რუსი სამხედროების ყოფნა ქვეყნის კონსტიტუციის დარღვევას წარმოადგენს -  განცხადება ამის შესახებ ვენესუელის დროებითმა პრეზიდენტმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლის დროს გააკეთა.

ხუან გუაიდოს თქმით, მადუროს რეჟიმს ქვეყანაში უცხო ქვეყნის სამხედროები იმის გამო ჩამოჰყავს, რომ საკუთარ ჯარს არ ენდობა და იმის მაგივრად რომ ქვეყნის შიგნით მძიმე სოციალურ ვითარებიდან გამოსავალი იპოვოს, რუსეთთან სამხედრო თანამშრომლობას აძლიერებს. ვენესუელა უკვე მეორე დღეა ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. მორიგი მასშტაბური გათიშვა მადუროს რეჟიმის წარმომადგნელებმა კვლავ ელექტრო მომარაგების სისტემაზე თავდასხმით ახსნეს.  

დღის ამბები