18 მაისი 2024,   11:32
ვრცლად
ისრაელის თავდაცვითმა არმიამ ღაზადან სარაკეტო თავდასხმას იერიშით უპასუხა

ისრაელის თავდაცვითმა არმიამ ღაზადან სარაკეტო თავდასხმას იერიშით უპასუხა. სამხედროებმა მორიგი დარტყმები დაჯგუფება "ჰამასის" პოზიციებზე მიიტანეს. ოპერაციის ჩატარების გადაწყვეტილება ისრაელმა მას შემდეგ მიიღო, რაც ღაზადან ეშკოლის რეგიონის მიმართულებით რამდენიმე რაკეტა გაუშვეს.

რეგიონის დასახლებებში საჰაერო იერიშის შესახებ გაფრთხილების სიგნალი ჩაირთო - 10 ათასამდე ადამიანმა თავი ბუნკერებს შეაფარა. ისრაელმა ღაზას საზღვართან დამატებითი სამხედრო ძალებიც გაგზავნა.

დღის ამბები