18 მაისი 2024,   07:52
ვრცლად
ისრაელის სუვერენიტეტი გოლანის მაღლობებზე - ტრამპის გადაწყვეტილებას გაერო არ ცნობს

დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას გოლანის მაღლობებზე ისრაელის სუვერენიტეტის ცნობის შესახებ არ ეთანხმებიან გაეროში.

უშიშროების საბჭოს წევრი ევროპული ქვეყნების, მათ შორის ბელგიის, ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიისა და პოლონეთის წარმომადგენლების განცხადებით, ისინი არ აღიარებენ ისრაელის სუვერენიტეტს იმ ტერიტორიაზე, რომლებიც მან 1967 წელს დაიკავა და ამერიკის პრეზიდენტის გადაწყვეტილების გამო შეშფოთებას გამოთქვეს.

ვაშინგტონის ნაბიჯი უკვე დაგმეს რუსეთმა, ირანმა და რამდენიმე არაბულმა ქვეყანამ. სირიამ კი საკითხზე გაეროში უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომის მოწვევა მოითხოვა. დონალდ ტრამპმა გოლანის მაღლობებზე ისრაელის სუვერენიტეტი ოფიციალურად 25 მარტს აღიარა.  

დღის ამბები