სისხლიანი გარჩევა თბილისში - დიდ დიღომში, პეტრიწის ქუჩაზე ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს.
როგორც ცნობილია, მამაკაცს ცივი იარაღით მრავლობითი დაზიანებები ჰქონდა მიყენებული. დაჭრას წინ ახალგაზრდებს შორის კონფლიქტი უძღოდა. თვითმხილველების ინფორმაციით, კონფლიქტს ოცამდე ახალგაზრდა მონაწილეობდა.
„ხმაური იყო, ბევრი ბიჭები იყვნენ. გინება, წივილი-კივილი, მერე პატრული მოვიდა და გაიფანტნენ. ერთია დაჭრილიო თქვეს, მერე სასწრაფომაც წაიყვანა, დავინახე, “-ამბობს ერთ-ერთი თვითმხილველი.
შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. დაჭრილი მამაკაცი ქირურგიის ცენტრში გადაიყვანეს.
ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ეროვნული ცენტრის კლინიკური დირექტორი ამბობს,რომ პაციენტის მდგომარეობა გაუმჯობესებულია.
„ღამის საათებშია შემოყვანილი ახალგაზრდა მამაკაცი 18 წლის,რომელსაც ჰქონდა სხეულის უკანა ზედაპირზე ნაკვეთი ჭრილობა. ჭრილობა იყო სისხლმდენი საჭირო გახდა ოპერაციული ჩარევა,“ -ამბობს ნიკოლოზ ჩადუნელი.
ავტორი: ნინო გაზდელიანი