23 მაისი 2024,   01:23
ვრცლად
რომის პაპის ვიდეო, რომელშიც პაპი ფრანცისკე მრევლს ბეჭედზე ამბორის საშუალებას არ აძლევს, მედიის განხილვის თემა გახდა

რომის პაპის ვიდეო, რომელშიც პაპი ფრანცისკე მრევლს ბეჭედზე ამბორის საშუალებას არ აძლევს, მედიის განხილვის თემა გახდა.

საუბარია ლორეტოში მომხდარ ინციდენტზე, როდესაც კათოლიკური ეკლესიის მეთაური ერთ-ერთ სალოცავს სტუმრობდა. ტრადიციისამებრ, მრევლი პაპის პატივისცემის ნიშნად რიგში ჩადგა და მის ბეჭედზე კოცნას ცდილობდა, თუმცა პონტიფიკოსი მათ გამუდმებით არიდებდა მარჯვენა ხელს.

პაპი ფრანცისკეს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ვატიკანს განმარტება არ გაუკეთებია.  მედიაში კი ვარაუდობენ, რომ ეს ბეჭედზე კოცნის ტრადიციის დასრულებას ნიშნავს. ბეჭედი კათოლიკურ ეკლესიაში პონტიფიკოსის ძალაუფლების სიმბოლოს წარმოადგენს.

დღის ამბები