18 მაისი 2024,   09:57
ვრცლად
გერმანიის პარლამენტში საქართველოს უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეყვანას აპროტესტებენ

გერმანიის პარლამენტში საქართველოს უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეყვანას აპროტესტებენ. მთავარი ოპონენტი მწვანეთა პარტიაა, რომელიც მიიჩნევს, რომ საქართველოში რეფორმები ჯერ დასრულებული არ არის და უსაფრთხო ქვეყნების სიაში მისი შეყვანა არასწორი სიგნალი იქნება. სტატიას ამის შესახებ გერმანული გაზეთი "Die Tageszeitung” აქვეყნებს.

სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ ახლად მიღებული კანონით საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიას მიაკუთვნეს, ეს იმ დროს, როდესაც თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი მატულობს. სტატიის თანახმად, 2008 წლიდან 2018 წლამდე საქართველოს მოქალაქეების მიერ შეტანილი განაცხადების რიცხვი 300-დან და 4265-მდე გაიზარდა, რაც ბევრად აღემატება ალჟირელი, მაროკოელი და ტუნისელი თავშესაფრის მაძიებელთა განაცხადებს.

ავტორი წერს, რომ საქართველო თავისი მოქალაქეების დეპორტაციის თვალსაზრისით ძალიან ოპერატიულია. "მიზეზი ისაა, რომ 2017 წლიდან მოქმედი უვიზო მიმოსვლის დაკარგვა არ სურს"- წერს გერმანული გაზეთი.

დღის ამბები