17 მაისი 2024,   10:03
ვრცლად
კიბერდანაშაული რთულად გამოსაძიებელი საქმეა, აქედან გამომდინარე, დროში გაიწელა ე.წ. დამკვეთებამდე გასვლა - სოფო კილაძე

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი, სოფო კილაძე ეკა ბესელიას პიარი ცხოვრების ამსახველი კადრების ინტერნეტივრცეში გავრცელებას გამოეხმაურა. მმართველი გუნდის წევრი მიიჩნევს, რომ კიბერდანაშაულის გამოძიება ძალიან რთულია. სოფო კილაძე სწორედ ამ არგუმენტით ხსნის იმ ფაქტს, რომ შემკვეთის ვინაობა აქამდე დადგენილი არ არის.

„ქართული ოცნების“ დეპუტატის აზრით, უმჯობესია, საქმის გამოძიებაში უცხოელი სპეციალისტები ჩაერთონ.

სოფო კილაძე-ის სურათის შედეგი„კიბერდანაშაული ზოგადად ჩვენს ქვეყანაშიც და მსოფლიოშიც არის რთულად გამოსაძიებელი საქმე. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ დროში გაიწელა ე.წ. დამკვეთებამდე გასვლა. ძალიან რთულად გამოსაძიებელია. მე თვითონაც მქონია შეხება ასეთი ტიპის საკითხებთან თეორიის დონეზე და ეს არის ურთულესი საკითხები, კარგი იქნება, თუ ამ საქმეში ჩვენი უცხოელი პარტნიორები ჩაერთვებიან,“ - განაცხადა სოფო კილაძემ.

დეპუტატ ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები ისევ ინტერნეტსივრცეში გავრცელდა. გაზეთ „ქრონიკა პლუსის“ მთავარმა რედაქტორმა, ელისო კილაძემ ფარული კადრების შესახებ ინფორმაცია Facebook-ზე მიიღო. 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები