19 მაისი 2024,   01:26
ვრცლად
მალხაზ კობაურის ოჯახის წევრები შეუძლოდ გახდნენ - სასამართლოსთან სასწრაფო დახმარება გამოიძახეს

სმიტების ოჯახის სასტიკ მკვლელობაში ბრალდებულისთვის განაჩენის გამოცხადებას მალხაზ კობაურის ოჯახის წევრები ელოდებოდნენ. 19 წლის მწყემსისთვის სამუდამო პატიმრობის შეფარდებას ხმაური მოჰყვა. კობაურის ოჯახის წევრები ვერდიქტს და სასჯელის ზომას არ ეთანხმებიან.

განაჩენის გამოცხადების შემდეგ, მალხაზ კობაურის ოჯახის წევრები შეუძლოდ გახდნენ. გორის რაიონულ სასამართლოსთან სასწრაფო დახმარების ჯგუფის გამოძახება გახდა საჭირო.

დაცვის მხარე სამართლებრივი ბრძოლის გაგრძელებას უზენაეს სასამართლოში გეგმავს.

ვერდიქტი მალხაზ კობაურს ნაფიცმა მსაჯულებმა გუშინ გამოუტანეს და იგი ერთხმად ცნეს დამნაშავეს. სწორედ მსაჯულების გადაწყვეტილება გაიზიარა დღეს მოსამართლემ, რომელმაც ბრალდებულს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა.

შეგახსენებთ, რომ 12 მსაჯული სათათბირო ოთახში 4 საათი მსჯელობდა. მათ სრული დრო გამოიყენეს. 19 წლის მწყემსს ბრალი წარდგენილი ჰქონდა განზრახ მკვლელობაში სხვა დანაშაულის გაადვილებისა და დაფარვის მიზნით, სამი პირის განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობისთვის, გაუპატიურებისა და წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მკვლელობისთვის.

სმიტების ოჯახის მკვლელობა ხადას ხეობაში 2018 წლის ივლისში მოხდა.

ამავე თემაზე
დღის ამბები