17 მაისი 2024,   10:52
ვრცლად
"გადავეცი მტკიცებულებები დასტურად იმისა, რომ მე ნამდვილად მივიღე ეს შეტყობინება" - ელისო კილაძის გამოკითხვა დასრულდა

შს სამინისტროში გაზეთ "ქრონიკა+"-ის რედაქტორის ელისო კილაძის გამოკითხვა დასრულდა. ფარული კადრების გავრცელების შესახებ ინფორმაცია ჟურნალისტმა Facebook-ზე მიიღო.

როგორც ელისო კილაძე ამბობს, მას ერთ-ერთმა მომხმარებელმა დაუწერა კომენტარი, რომ ბესელიას კადრები ისევ გავრცელდა და სთხოვდა, რომ რეაგირება მოეხდინა. კილაძის თქმით, Youtube-ზე მართლაც აღმოჩნდა ფარული კადრები. 

კილაძე ამბობს, რომ მან გუშინვე დარეკა 112-ში. სამართალდამცავებმა ოქმი შეადგინეს და დღეს გამოკითხვაზე დაიბარეს.

"გადავეცი მტკიცებულებები დასტურად იმისა, რომ მე ნამდვილად მივიღე ეს შეტყობინება. შემდეგ შს სამინისტროს გადავეცი მათ შორის ლინკი, სადაც განთავსებული იყო პირადი ცხოვრების ამსახველი ფირი, ასევე ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ გამოვიძახე პატრული და მოჰყვა ამას შესაბამისი რეაგირება“-განაცხადა ელისო კილაძემ.

დღის ამბები