18 მაისი 2024,   07:52
ვრცლად
შეერთებული შტატები რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ, დამატებით ზომებს მიმართავს - მაიკ პომპეო

შეერთებული შტატები რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ დამატებით ზომებს მიმართავს - ეს განცხადება ამერიკის სახელმწიფო მდივანმა კონგრესში სიტყვით გამოსვლის დროს გააკეთა.

მაიკ პომპეოს თქმით, დამატებითი ზომების შესახებ დეტალები, ნატო-ს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ გახდება ცნობილი, რომელიც ვაშინგტონში 3 და 4 აპრილს გაიმართება.

სახელმწიფო მდივნის განმარტებით ჩრდილო ატლანტიკური ალიანსი, ყირიმში, აზოვის ზღვასა და მთელ რეგიონში რუსეთის ქმედებებისთვის წინააღმდეგობის გაწევის მიზნით დამატებით ნაბიჯებს გადადგამს.  

დღის ამბები