23 მაისი 2024,   01:23
ვრცლად
ვენესუელის დროებითი მმართველი მხარდამჭერებს კვლავ ქუჩაში გამოსვლისკენ მოუწოდებს

ვენესუელის დროებითი მმართველი მხარდამჭერებს კვლავ ქუჩაში გამოსვლისკენ მოუწოდებს.

ხუან გუაიდოს თქმით, მორიგი მასშტაბური აქცია 30 მარტს გაიმართება. მოსახლეობა ამ თვეში ელექტროენერგიის მასობრივი გათიშვის მეორე შემთხვევას გააპროტესტებს.

25 მარტის შემდეგ ელექტროენერგიის გარეშე ვენესუელაში მილიონობით ადამიანია დარჩენილი, დაკეტილია ბიზნეს დაწესებულებები და სკოლები.

პარალელურად, თეთრ სახლში დონალდ ტრამპმა ხუან გუაიდოს მეუღლე მიიღო. შეერთებული შტატების პრეზიდენტის განცხადებით, ვენესუელა რუსმა სამხედროებმა უნდა დატოვონ. 

დღის ამბები