18 მაისი 2024,   12:13
ვრცლად
ავსტრიის ხელისუფლება ულტრამემარჯვენე დაჯგუფების დაშლას გეგმავს

ავსტრიის ხელისუფლება ულტრამემარჯვენე დაჯგუფების დაშლას გეგმავს, რომელმაც ახალი ზელანდიის ტერაქტებში მთავარი ეჭვმიტანილისგან დონაცია მიიღო.

კანცლერ სებასტიან კურცის თქმით, ახლა გამოძიება მიმდინარეობს იმის დასადგენად, წარმოადგენს თუ არა ეს დაჯგუფება ტერორისტულ ორგანიზაციას.

უკვე დადასტურებულია, რომ დაჯგუფების ლიდერმა 2018 წელს ავსტრალიელი ტერორისტისგან 1500 ევრო მიიღო, თუმცა ის დამნაშავესთან კავშირს უარყოფს.

სამართალდამცველებმა ეჭვმიტანილის სახლი ვენაში უკვე გაჩხრიკეს და მობილური ტელეფონი, კომპიუტერი და სხვა ელექტრონული მოწყობილობები ჩამოართვეს. 

დღის ამბები