23 მაისი 2024,   01:23
ვრცლად
"Facebook"-ი სოციალურ ქსელში სეპარატიზმის, რასიზმის და მათი მხარდამჭერი შინაარსის განცხადებებს დაბლოკავს

ახალი ზელანდიის პრემიერ-მინისტრი მიესალმა "Facebook"-ის გადაწყვეტილებას, რომელიც მომავალი კვირიდან სოციალურ ქსელში სეპარატიზმის, რასიზმის და მათი მხარდამჭერი შინაარსის განცხადებებს დაბლოკავს.

"Facebook"-ი ასევე პირობას დებს, რომ ქსელში ტერორისტული დაჯგუფებების მასალის აღმოჩენისა და დაბლოკვის მექანიზმებსაც გააუმჯობესებს.

უმსხვილესი სოციალური ქსელი ახალ ზელანდიაში მომხდარი ტერაქტის გამო არაერთხელ გააკრიტიკეს. ტერორისტმა ორი კვირის წინ მეჩეთებზე თავდასხმის დროს "Facebook"-ი  გამოიყენა და სროლის პროცესი ლაივ-რეჟიმში აჩვენა. 

დღის ამბები