17 მაისი 2024,   11:52
ვრცლად
უნდა ხელისუფლებას რევოლუცია? მიიღებს მშვიდობიან რევოლუციას - ნათელაშვილი ივანიშვილის სახლთან მასობრივ აქციას აანონსებს

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი, შალვა ნათელაშვილი სატაქსო რეგულაციების გაუქმებას მოითხოვს. წინააღმდეგ შემთხვევაში კი 11 აპრილს ბიძინა ივანიშვილს სახლთან აქციას აანონსებს.

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი, შალვა ნათელაშვილი გუშინდელ საპროტესტო აქციას გამოეხმაურა. მისი თქმით, აქცია კანონის სრული დაცვით ჩატარდა, თუმცა სამართალდამცავების მხრიდან მათი ქმედება იყო უკანონო.

„ხელისუფლებამ დაინახა, რომ ერთად მდგომი ხალხი მათი დასასრულის დასაწყისია და რომ ეს ჟამი მათთვის უკვე მოახლოებულია და ვერავითარი პოლიციის ჩარევები და დარღვევები მათ ხელისუფლებიდან მოცილებას ვერ გააჩერებს. ჩვენ აუცილებლად ამ ბრძოლას მივიყვანთ გამარჯვებამდე და 11 აპრილს, დღის 14:00 საათზე, აგრარული უნივერსიტეტის წინ ტაძართან ვაცხადებთ ტაქსისტთა მასობრივ შეკრებას, საიდანაც კოლონა გაემართება ყველა ჩვენი უბედურების ავტორ ივანიშვილის სასახლისკენ, სოლოლაკში. უნდა ხელისუფლებას რევოლუცია? მიიღებს მშვიდობიან რევოლუციას და ამის ავტორი იქნება თვითონ,“ - განცხადა შალვა ნათელაშვილმა.

გუშინ პარლამენტთან ტაქსის მძღოლების აქცია პოლიციასთან დაპირისპირებით დასრულდა. საავადმყოფოში გადაიყვანეს ერთი ადამიანი, ერთი კი დააკავეს. 

დღის ამბები