17 მაისი 2024,   14:56
ვრცლად
სუს-ის ანგარიში მაღალ პროფესიულ დონეზეა მომზადებული - მამუკა ბახტაძე

„სამოქმედო გეგმა, რომელიც აქვს სუს-ს, ადეკვატურად პასუხობს ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებს,“ - ასე გამოეხმაურა მამუკა ბახტაძე მთავრობის სხდომის დაწყების წინ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშს.

პრემიერ-მინისტრმა სუს-ის თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ანგარიში მაღალ პროფესიულ დონეზეა მომზადებული.

მამუკა ბახტაძე ოპონენტებს, რომლებიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს აკრიტიკებენ, ურჩევს, რომ პარტნიორი ქვეყნების შეფასებას გაეცნონ, თუ როგორ აქტიურ ნაბიჯებს დგამს სუს-ი მათთან ერთად.

Image may contain: 1 person, standing, suit and flower„ახსენეთ ანტიტერორისტული ღონისძიებები და პრევენციები. მე ჩვენს ოპონენტებს ვურჩევდი, წაიკითხონ ჩვენი პარტნიორების შეფასება, როგორ აქტიურად არის ჩართული საქართველო და ამ შემთხვევაში სუს-ი და როგორ ეფექტურად მოქმედებენ ისინი ჩვენს მეგობრებთან ერთად. ეს იქნება ადეკვატური რეაქცია თუ ვინმეს მართლა სურს, გაერკვეს რეალობაში.

"პოლიტიკური შეფასება საქართველოში, უკვე სამწუხაროდ, იქცა ერთგვარ სტანდარტად, რომ აუცილებლად უნდა იყოს სუბიექტური. არსებობს საკითხები, რომელზეც არსებობს ძალიან სერიოზული კვლევები ჩატარებული, შეფასებები ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების. სურათი არის ძალიან ნათელი. აქვე მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და სუს-ის ყველა თანამშრომელს ვუთხრა მადლობა იმ 24-საათიანი შრომისთვის, რასაც ყოველდღიურ რეჟიმში ახორციელებენ. საქართველოს წინაშე არის ძალიან ბევრი გამოწვევა, დარწმუნებული ვარ, ერთსულოვნებით და სწორი სამოქმედო გეგმით ჩვენ ამ ყველა გამოწვევას გავუმკლავდებით,“- განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 2018 წლის ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის მიხედვით დგინდება, რომ  უცხო ქვეყნები და მათი სპეცსამსახურები საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე, სულ უფრო აქტიურად იყენებენ კიბერსაშუალებებს.  დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ საოკუპაციო ძალა ოკუპირებულ ტერიტორიებს საქართველოში პოლიტიკურ პროცესებზე გავლენის მოსახდენად იყენებდა. 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები