17 მაისი 2024,   14:45
ვრცლად
„პირადი ცხოვრების კადრების გამოყენება ხდება დაგეგმილი საერთო მესიჯებით ეკა ბესელიას წინააღმეგ"- ელენე ხოშტარია

საპარლამენტო ოპოზიცია ეკა ბესელიას გაცხადებას ეხმაურება. საუბარია იურიდიული კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ წერილზე, სადაც ის ყოფილ თანაგუნდელებს კოლექტიურ მორალურ ტერორისტებად მოიხსენიებს და აცხადებს, რომ კადრების გამოჩენისთანავე „ოცნების“ დეპუტატები გამოდიან და საკუთარი განცხადებებით მას მორალურ წნეხში ატარებენ.

„ევროპულ საქართველოში“ ამბობენ, რომ მაშინ როდესაც ხელისუფლებისთვის ვინმე მიუღებელი ხდება, ვრცელდება პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები და ასე მოხდა ეკა ბესელიას შემთხვევაშიც.

„პირადი ცხოვრების კადრების გამოყენება ხდება იმ მომენტში, როდესაც უბრალოდ ვიღაც ორ ადამიანს შორის კინკლაობა კი არ მიდის, დაგეგმილი საერთო მესიჯების ჩართვით ორგანიზებული თავდასხმაა ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ეკა ბესელიაზე. ყველა სხვა შემთხვევაშიც, პირადი კადრების შემთხვევაში ეს იყო მთავრობისთვის არასასურველი ადამიანების, ვინც იყო ვთქვათ თავდასხმის მსხვერპლი, ამ ადამიანებისთვის კადრების გავრცელება,“-განაცხადა ელენე ხოშტარიამ და აღნიშნა, რომ იმ ფონზე როდესაც გამოძიებას არ აქვს პასუხი, ეს მეტყველებს იმაზე, რომ აქ არის მთავრობა გარეული.

ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე საუბრობენ „ნაციონალურ მოძრაობაშიც.“ რომან გოცირიძე აცხადებს, რომ მარტივია იმის დადგენა, თუ ვინ იყო პირველწყარო, თუმცა ამისი ნება ხელისუფლებაში არ არის.

Image result for რომან გოცირიძე„დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ პირადი ცხოვრების გავრცელებასთან დაკავშირებით არაფერი იქნება გამოძიებული. ისევე როგორც ამ 7 წლის განმავლობაში არ იყო გამოძიებული არც ერთი შემთხვევა, რომელიც ანალოგიურ ფაქტებს შეიცავდა. თავს ისაწყლებს შინაგან საქმეთა მინისტრი, რომ 6 თვე გავიდა და ვერა და ვერ მოვაბით თავიო. ტყუილია ეს. 6 დღეში და 6 საათში მოაბამენ თავს როდესაც იცი რომელი კომპიუტერიდან და რომელი IP მისამართიდან არის გამოგზავნილი. ეს ყველა რაც ხდება ეს არის ძალაუფლებისთვის ბრძოლის ყველაზე უნამუსო, ყველაზე უწესო და რაც მთავარია ყველაზე არაკანონიერი ფორმა, რომელიც ერთ დროს იქნება გამოძიებული. ერთ დროს ყველა მისი მონაწილე, მაღალი თუ დაბალი თანამდებობის პირი იქნება დასჯილი,“-განაცხადა რომან გოცირიძემ.

ბინძური კამპანია რომელიც ბერკეტად იქცა - ასეთია ადა მარშანიას შეფასება პირადი ცხოვრების კადრების გავრცელებასთან დაკავშირებით. "პატრიოტთა ალიანსის" წევრი დარწმუნებულია, რომ ეკა ბესელიაზე მსგავსი ტიპის ზეწოლა გავლენას ვერ მოახდენს.

Image result for ადა მარშანია

„აშკარად გამოიხატა უკვე და გამოვლინდა, რომ ეს არის ერთ -ერთი ბინძური და მძიმე ბერკეტი იმისა, რომ ზეგავლენა მოახდინოს მორალური, ფსიქოლოგიური ადამიანებზე. მაგრამ მე ვიცი რომ ქალბატონი ეკა არის ძალიან ძლიერი ადამიანი მებრძოლი ადამიანი და შედეგს არ გამოიტანს ამდაგვარი ბინძური ხერხების გავრცელება,“-განაცხადა ადა მარშანიამ.

 

შეგახსენებთ, რომ ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები ცოტა ხნის წინ ვიდეო პორტალ youtube-ზე კიდევ ერთხელ გავრცელდა. სამართალდამცავებმა კადრების გავრცელებისთვის 18 წლის ახალგაზრდა დააკავეს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები