03 მაისი 2024,   02:14
ვრცლად
უკრაინაში საარჩევნო კამპანია კომპრომატების ომში გადაიზარდა - НТВ პოროშენკოს შვილის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები გაავრცელა

უკრაინაში საარჩევნო კამპანია კომპრომატების ომში გადაიზარდა - მთავარ საპრეზიდენტო კანდიდატს შვილის პირადი კადრებით აშანტაჟებენ.

მოქმედი პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს 18 წლის შვილის ვიდეო მასალა რუსულმა ტელეკომპანია НТВ- მ გაავრცელა.

კადრებში მიხეილ პოროშენკო მეგობრებთან ერთად ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ იმყოფება. კანდიდატები ამბობენ, რომ ეს არის ყველაზე ბინძური არჩევნები უკრაინის ისტორიაში.

ბოლო სოციალური კვლევებით კანდიდატებს შორის სხვაობა იმდენად მცირეა, რომ შეუძლებელია პროგნოზები გააკეთო ვინ იქნება უკრაინის პრეზიდენტი.

„ამ არჩევნებს შიშით ვუყურებთ, სიახლის მოლოდინში ვართ, მაგრამ შემაშფოთებელია, რომ ხელისუფლებაში შეიძლება მოვიდეს ისეთი ადამიანი, რომელსაც პოლიტიკაში გამოცდილება არ აქვს,“-ამბობს ერთ-ერთი ამომრჩეველი.

უკრაინის მოქალაქეების თქმით, კანდიდატებს შორის ახალი სახეები არ არიან და თითქმის ყველა კანდიდატი უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში 1991 წლიდან მონაწილეობენ.

„ახალი სახე მხოლოდ ზელენსკია. ის ახალი სახეა, მაგრამ ის ოლიგარქის კოლომოისკის კანდიდატია, სიახლისა და ცვლილებების იმედი არ გვაქვს, ყველაფერი ასე დარჩება,“-ამბობს უკრაინელი ამომრჩეველი.

უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნები 31 მარტს გაიმართება. დღეს კანდიდატებს საარჩევნო კამპანიის საწარმოებლად ბოლო დღე აქვთ. ხვალ კი ისინი საარჩევნო კამპანიას შეწყვეტენ.  უკრაინაში ვარაუდობენ, რომ პრეზიდენტის ვინაობა არჩევნების პირველ ტურში ვერ გაირკვევა. 

დღის ამბები