17 მაისი 2024,   10:53
ვრცლად
არის საკითხები, რაც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშს გარკვეულწილად ჩრდილს აყენებს - გიორგი ვოლსკი

„არის საკითხები, რაც ვთქვათ, სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშს გარკვეულწილად ჩრდილს აყენებს, თუნდაც ის ფაქტი, რომ მარიხუანას კულტივაციაზეა მტკიცებით ფორმაში ლაპარაკი,“ - ეს განცხადება, მმართველი გუნდის წევრმა, გიორგი ვოლსკიმ გააკეთა.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშს ეხმაურება, რომელშიც საქართველო იმ ქვეყნების ჩამონათვალშია, სადაც ფულის გათეთრება ხდება.

გიორგი ვოლსკი ამბობს, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში კრიტიკის გარდა, საკმაოდ ბევრი დადებითი შეფასებაა.

გიორგი ვოლსკი-ის სურათის შედეგი

„ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში მნიშვნელოვანწილად თავის კრიტიკულ ნაწილში, პოზიტიურის გარდა, რომელიც საკმაოდ ბევრია, მოიხსენიებს თვითონ ადგილიდან მიღებულ ინფორმაციას წყაროდ და ხაზს უსვამს ამ ინფორმაციის არსებობას. ინტერპრეტაცია საშუალებას ტოვებს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით პოლიტიკური სკანდალის მოყვარული ძალიან ბევრია, მათ შორის მედია საშუალებებში,“ - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში საქართველო იმ ქვეყნების ჩამონათვალშია, სადაც ფულის გათეთრება ხდება. ამ ჩამონათვალში შესულ ქვეყნებში, ფინანსურ ტრანზაქციებში საერთაშორისო ნარკოტრეფიკიდან შესული ფულიც გადის.

ანგარიშში საქართველოში უკანონო შემოსავლების მთავარ წყაროდ საბანკო თაღლითობა და კიბერდანაშაული სახელდება.

ამავე თემაზე
დღის ამბები