19 მაისი 2024,   01:46
ვრცლად
ნოდარ მგალობლიშვილს დღეს მახათას საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალავენ

ქართული თეატრისა და კინოს მსახიობს, ნოდარ მგალობლიშვილს, დღეს მახათას საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალავენ. 

ნოდარ მგალობლიშვილი 26 მარტს, 87 წლის ასაკში გარდაიცვალა.

მსახიობი 1931 წლის 15 ივლისს საგარეჯოს რიონის სოფელ გომბორში დაიბადა, დაამთავრა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი. 1954 წლიდან მუშაობდა კოტე მარჯანიშვილის სახელობის დრამატულ თეატრში. შესრულებული აქვს არაერთი როლი, მათ შორის, ლეო ქიაჩელის "ჰაკი აძბა", იაგოს როლი უილიამ შექსპირის "ოტელოში", თეიმურაზ ხევისთავი მიხეილ ჯავახიშვილის "ჯაყოს ხიზნებში" და ა.შ. ასევე, გადაღებულია არაერთ კინოფილმში.

მას მინიჭებული ჰქონდა დამსახურებული არტისტისა და სახალხო არტისტის წოდებები.

2001 წელს მან უარი თქვა პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის მიერ გადაცემულ ღირსების ორდენზე.

მაშინ მან განაცხადა, რომ არ სურდა ღირსების ორდენი ისეთი რეჟიმის მხრიდან, რომელმაც მას ღირსება წაართვა და უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრება აიძულა.

 

 

 

 

დღის ამბები