02 მაისი 2024,   16:01
ვრცლად
ავარია გორთან - დაშავებულია 3 ადამიანი, მათ შორის 2 ბავშვი

გორთან მომხდარი ავარიის შედეგად,  3 ადამიანი დაშავდა. დაშავებულთა შორის ორი მცირეწლოვანი ბავშვია.

მამა და 4 და 5 წლის და-ძმა სასწრაფო დახმარების ჯგუფმა გორმედის ცენტრალურ კლინიკაში გადაიყვანა. ორივე ბავშვს თავის ტრავმა აღენიშნება.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიებას საპატრულო პოლიცია აწარმოებს.

დღის ამბები