19 მაისი 2024,   01:25
ვრცლად
"ჩვენ არ გავჩერდებით, სანამ სამართალი არ იზეიმებს" - ბათუმში გარდაცვლილი მელანო ფუტკარაძის ახლობლები აქციას მართავენ

"ჩვენ არ გავჩერდებით, სანამ სამართალი არ იზეიმებს", "შემდეგი შეიძლება, იყო შენ" - ამ შინაარსის ტრანსფარანტები ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოსთან რამდენიმე დღის წინ მწვავე აპენდიციტის დიაგნოზით გარდაცვლილი 29 წლის მელანო ფუტკარაძის ახლობლებმა გამოფინეს.

მორიგ საპროტესტო აქციაზე მათ დროული გამოძიება მოითხოვეს.

"ვითხოვთ პასუხებს, როდის დასრულდება ან რა სტადიაშია გამოძიება. უნდა ვიცოდეთ, რას აპირებენ, რას აკეთებენ სამართალდამცველები, რატომ იგვიანებს ექსპწრტიზის შედეგები. დროულად უნდა გამოვლინდეს და დაისაჯოს დამნაშავე," - ამბობს გარდაცვლილის ბიძა, ტარიელ ქათამაძე.

გარდაცვლილის ახლობლები არ აპირებენ პერმანენტული აქციების შეწყვეტას. ისინი მოითხოვენ, პასუხისმგებლობა დაეკისროს არა მხოლოდ ერთ ექიმს, არამედ მორიგე ჯგუფის მთელ შემადგენლობას.

დღის ამბები