18 მაისი 2024,   14:57
ვრცლად
თემთა პალატამ ბრექსითის გარიგების პრემიერის ვარიანტს მხარი კვლავ არ დაუჭირა

ტერეზა მეის რიგით მესამე მარცხი პარლამენტში - თემთა პალატამ ბრექსითის გარიგების პრემიერის ვარიანტს მხარი კვლავ არ დაუჭირა.

კენჭისყრის შემდეგ ტერეზა მეიმ განაცხადა, რომ ლონდონმა ახლა პროცესის გაგრძელების ალტერნატიული გზები უნდა მოძებნოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ქვეყანას 12 აპრილს ევროკავშირის გარიგების გარეშე დატოვება მოუწევს.

შემდგომი ნაბიჯების განსახილველად ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, დონალდ ტუსკმა, 10 აპრილს ევროკავშირის საგანგებო სამიტი მოიწვია.

კენჭისყრა ბრიტანეთის პარლამენტში ბრექსითის გადადების მოწინააღმდეგეთა საპროტესტო აქციის ფონზე გაიმართა.

ერთ-ერთმა აქტივისტმა პრემიერის რეზიდენციის ღობეზე აძრომაც სცადა. მამაკაცი სამართალდამცველებმა დააკავეს.

დღის ამბები