18 მაისი 2024,   13:32
ვრცლად
მალერის დასკვნა აპრილის შუა რიცხვებში გახდება საჯარო

შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევის საქმეზე სპეციალური პროკურორის დასკვნა უახლოეს პერიოდში გამოქვეყნდება.

ქვეყნის გენერალური პროკურორის განცხადებით, 400-გვერდიანი ანგარიშის რედაქტირებული ვარიანტი აპრილის შუა რიცხვებში გახდება საჯარო.

ამის შესახებ უილიამ ბარი წარმომადგენელთა პალატისა და სენატის იურიდიული კომიტეტების ხელმძღვანელებისთვის გაგზავნილ წერილში წერს.

მისივე თქმით, ის დასკვნის გამოქვეყნებამდე დოკუმენტის ასლს პრეზიდენტს არ გადასცემს.

გენერალური პროკურორი კონგრესის იურიდიულ კომიტეტებს საჯარო ჩვენებებსაც მისცემს. მოსმენები 1-2 მაისს გაიმართება. 

დღის ამბები