18 მაისი 2024,   16:15
ვრცლად
ტრამპი ვენესუელის კრიზისის საკითხის განხილვას პუტინთან გეგმავს

დონალდ ტრამპი ვენესუელის კრიზისის საკითხის განხილვას ვლადიმერ პუტინთან გეგმავს.

განცხადება შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ფლორიდაში მას შემდეგ გააკეთა, რაც თეთრმა სახლმა რუსეთი და სხვა ქვეყნები გააფრთხილა, თავი შეიკაონ ნიკოლას მადუროს რეჟიმის მხარდაჭერისგან.

ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში დონალდ ტრამპის მრჩევლის, ჯონ ბოლტონის, განცხადებით, უცხო ქვეყნის ჯარისკაცებისა და სამხედრო ტექნიკის ყოფნა ვენესუელაში არის პროვოკაციული ქმედება და საფრთხეს უქმნის რეგიონში მშვიდობასა და უსაფრთხოებას.

ერთ-ერთ საპასუხო ვარიანტად ოფიციალური ვაშინგტონი რუსეთისთვის სანქციების დაწესებასაც განიხილავს.  

დღის ამბები