18 მაისი 2024,   15:39
ვრცლად
ტრამპი მექსიკას საზღვრის ჩაკეტვით ემუქრება

დონალდ ტრამპი მომავალ კვირაში მექსიკასთან საზღვრის ჩაკეტვით იმუქრება.

შეერთებული შტატების პრეზიდენტი აცხადებს, რომ ამას გააკეთებს, თუ მექსიკა მიგრანტების ნაკადის შესაჩერებლად დამატებით ზომებს არ მიმართავს.

დონალდ ტრამპმა სახელმწიფო დეპარტამენტს ელ სალვადორისთვის, ჰონდურასისა და გვატემალისთვის ყველა სახის პირდაპირი დახმარების შეწყვეტაც დაავალა.

მიგრანტების უმეტესობა სწორედ ამ ქვეყნების მოქალაქეები არიან.

ტრამპის მუქარას უკვე გამოეხმაურა მექსიკის პრეზიდენტი.

ანდრეს ობრადორის თქმით, საკითხთან დაკავშირებით ის შეერთებული შტატების ხელისუფლებასთან დაპირისპირებას არ აპირებს.

დღის ამბები