26 აპრილი 2024,   19:42
ვრცლად
მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი დავით ბაგრატიონმა დიდი ჯაჭვის ორდენის რაინდად აკურთხა

„ემსახურე ამ გვარს წრფელი გულით, ნათელი გონებით და მტკიცე მარჯვენით,“ - ამ სიტყვებით დავით ბაგრატიონმა მილიარდერი ივანიშვილი დიდი ჯაჭვის ორდენის რაინდად აკურთხა.

ბიძინა ივანიშვილი ერთადერთ ქართველი პოლიტიკოსია, რომელიც დავით ბაგრატიონ-მუხრანელმა დიდი ჯვრის დინასტიურ ორდენში მიიწვია. ოლიგარქის მსგავსად, იგივე ორდენის წევრები არიან ევროპის სახელმწიფოების მეფეები და პატრიარქები.

ის, ვისაც სურს, იყოს ორდენის კავალერი, იხდის საწევროს. რა დაუჯდა ივანიშვილს ბაგრატიონთა დინასტიური ორდენის წევრობა, უცნობია.

დავით ბაგრატიონ-მუხრანელი მისი და ყოფილი მეუღლის ოჯახური სკანდალის შემდეგ საზოგადოებში გამოჩენას ერიდება. ამიტომ, მისი სახელით მისივე უფლებადამცველი საუბრობს. 

ადვოკატი ამტკიცებს, რომ დავით ბაგრატიონ-მუხრანელმა ოლიგარქს მხოლოდ საპატიო ჯილდო გადასცა და ბიძინა ივანიშვილი ორდენის რაინდი არ არის.

სამეფო კლუბის წევრები მეფეების შთამომავლებს ურჩევენ, არ გასცეს სხვადასხვა ჯილდო და წოდება. მონარქისტები თვლიან, რომ ეს არასერიოზულია, რადგან მას იურიდიული ძალა არა აქვს.

კლუბის სპიკერის მტკიცებით, მონარქიის აღდგენის შეთხვევაში, ორდენის წევრებს პრივილეგია ვერ ექნებათ.

არწივისა და უფლის კვართის ორდენი საქართველოს სამეფო სახლის ოჯახური დინასტიის დადგენილებაა, რომელიც 1939 წელს დავითის ბაბუის - ირაკლი ბაგრატიონ-მუხრანელის, მიერ დაარსდა.

ორდენის კავალერიის სიმბოლოები მაცხოვრის კვართი და არწივის გამოსახულებაა, რომლის ნიშნის ტარების პატივიც ათწლეულების განმავლობაში ცოტამ მოიპოვა. მეფეთა რჩეულებს შორის ადგილი ბაგრატიონთა დინასტიის მაგისტრის გადაწყვეტილებით ბიძინა ივანიშვილმა 2012 წელს დაიმსახურა.

დღის ამბები