17 მაისი 2024,   10:26
ვრცლად
თურქეთში თვითმმართველობის არჩევნები მიმდინარეობს - საარჩევნო სიებში 57 მილიონი ადამიანია რეგისტრირებული

თურქეთში არჩევნებია - ქვეყნის მასშტაბით თვითმმართველობის არჩევნები მიმდინარეობს. მოსახლეობამ მერები, მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელები და საკრებულოების დეპუტატები უნდა აირჩიოს. საარჩევნო სიებში 57 მილიონი ადამიანია რეგისტრირებული. ანალიტიკოსების შეფასებით, დღევანდელი კენჭისყრა ერთგვარი ტესტია რეჯეპ ტაიპ ერდოღანის პარტიისთვის. მიუხედავად იმისა, რომ 2002 წლიდან "სამართლიანობისა და განვითარების პარტია" თვითმმართველობის არჩევნები არცერთხელ არ დამარცხებულა, ამჯერად ერდოღანის გუნდმა შესაძლოა არჩევნები სტრატეგიულ რეგიონებში წააგოს, მათ შორის ანკარაში და სტამბოლში. მიზეზი კი ეკონომიკური პრობლემებია - რეცესია, უმუშევრობის ზრდა და ინფლაცია.

დღის ამბები