17 მაისი 2024,   09:21
ვრცლად
„მე ხმა მივეცი უკრაინას" - იულია ტიმოშენკო

უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს. საკუთარი არჩევანი პრეზიდენტობის კანდიდატმა იულია ტიმოშენკომ უკვე გააკეთა. საარჩევნო უბანზე მისვლისას მან იმ გეგმებზე ისაუბრა, თუ რას გააკეთებს პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში.

მისი თქმით, უკრაინაში ბევრი პრობლემაა და ის ახალი პრეზიდენტის არჩევის შემდეგ უნდა გადაიჭრას.

„მე ხმა მივეცი უკრაინას. ჩვენი ქვეყნისთვის გადამწყვეტი დღეა. მჯერა, რომ დღეს იწყება ახალი ისტორიული ეტაპი. მჯერა, რომ უკრაინა იქნება განვითარებული და ევროპული ქვეყანა, სადაც ყველა ბედნიერი იქნება. უკრაინას დიდი პრობლემები აქვს, ქვეყანაში სიღარიბე და კორუფციაა. მჯერა, რომ ამას დავასრულებთ,“- განაცხადა ტიმოშენკომ.

უკრაინა დღეს პრეზიდენტს ირჩევს. საარჩევნო უბნები ქვეყნის მასშტაბით ადგილობრივი დროით 8 საათზე გაიხსნა. 30-მა მილიონმა ამომრჩეველმა პრეზიდენტი 39 კანდიდატს შორის უნდა აირჩიოს.

კანდიდატებს შორის არიან გავლენიანი პოლიტიკოსები და რადას მოქმედი და ყოფილი დეპუტატები, თუმცა მთავარი ბრძოლა 3 კანდიდატს - პეტრო პოროშენკოს, იულია ტიმოშენკოს და ვლადიმერ ზელენსკის შორის მიმდინარეობს. 

 

დღის ამბები